რინოპლასტიკა (ცხვირის პლასტიკა და ცხვირით სუნთქვის პრობლემის ქირურგიული მკურნალობა)

2012-04-03

nose

მათ, ვინც უკმაყოფილოა საკუთარი ცხვირის ზომითა და ფორმით, გასწორების მიზნით შესაძლებელია გაუკეთდეს რინოპლასტიკა (ცხვირის პლასტიკური ოპერაცია). იმ შემთხვევაში, თუ  ცხვირის ფორმას თან ახლავს სუნთქვის პრობლემაც, შესაძლებელია ერთობლივად მათი გადაჭრა. რინოპლასტიკა  ხშირად გულისხმობს კეხის მოცილებას, დიდი ცხვირის ან ცხვირის წვერის დაპატარავებას. ყოველივე ეს აუმჯობესებს ცხვირის პროპორციულობას სახის სხვა ნაკვთებთან მიმართებაში და შესაბამისად ქმნის დახვეწილ და ჰარმონიულ გარეგნობას.

  • მტკივნეულია თუ არა ცხვირის პლასტიკა?  
არა, რადგან უმეტესწილად ოპერაცია ჩვენს კლინიკაში ტარდება ზოგადი ანესთეზიის პირობებში.
  • რამდენ ხანს გრძელდება ოპერაცია?
სტატისტიკურად რინოპლასტიკის მაქსიმალური ხანგრძლივობა ჩვენს კლინიკაში არის 2 საათი.
  • არის თუ არა ტკივილი პოსტოპერაციულ პერიოდში?

არა, მხოლოდ უსიამოვნო შეგრძნება და თვალების შეშუპება, ისიც არა ყოველთვის.

  • რა ასაკიდან შეიძლება ამ ოპერაციის ჩატარება?

16-17 წელი არის ის ასაკი, როდესაც უკვე შესაძლებელია ცხვირის გარეგანი დეფორმაციის გასწორება. თუმცა თუ პაციენტს აწუხებს სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები ამ ოპერაციის გაკეთება ადრეულ ასაკშიც შეიძლება.

  • რამდენად შესაძლებელია სუნთქვის პრობლემისა და გარეგანი ნაკლის, მაგალითად კეხიანი ცხვირის ერთდროული გასწორება?

რა თქმა უნდა შესაძლებელია! ამ დროსაც ისევე, როგორც სახის დაჭიმვისას გვეხმარება “KARL STORZ”-ის ფირმის ენდოსკოპიური ტექნიკა.

  • რამდენ ხანში უბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რითმს?

2 კვირაში.

  • რას ნიშნავს კომპიუტერული ფოტომოდელირება?

ეს არის კარგი საშუალება ოპერაციამდე პაციენტმა და ქირურგმა ერთობლივად შეიმუშავონ ცხვირის სასურველი ფორმა, რომელიც სურს პაციენტს და რისი მიღებაც არის შესაძლებელი.

  • შესაძლებელია თუ არა უკვე ნაოპერაციები ცხვირის ფორმის შეცვლა და პაციენტისთვის სასურველი შედეგის მიღება?

რა თქმა უნდა შესაძლებელია! ჩვენს კლინიკაში გაკეთებულა არა ერთი ასეთი ტიპის ოპერაცია, უმეტეს შემთხვევაში აუცილებელია ბოლო  ოპერაციიდან იყოს გასული 1 წელი, ამ ტიპის აღდგენითი ოპერაციები სამწუხაროდ ბევრია, თუმცა როგორც ბატონი საშა აღნიშნავს არ არსებობს ნაოპერაციები ცხვირის ისეთი დეფორმაცია, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელია.