სახის გაახალგაზრდავება უნიკალური მეთოდიკით, ენდოსკოპიური ტექნოლოგია პლასტიკურ ქირურგიაში, მხოლოდ ჩვენს კლინიკაში

2012-04-03

SAXEEE

როგორ გამოვიყურებით?

30-35 წლის ასაკში თვალების ქვეშ თქვენ ამჩნევთ ბალიშებს და პირველ ნაოჭებს.40 წლისას, ჩამოკიდებულ ლოყებს,ქუთუთოებზე აღნიშნავთ ცხიმის მოჭარბებას. 45 წლის ასაკში კი აღმოაჩენთ მოშვებულ კისრის კანს, ღაბაბს ან პირიქით ღრმა ნაოჭს, რომელიც მკვეთრად აუარესებს სახის პროფილს. დაწეული წარბები და ცხვირ-შუბლის ნაოჭი კი საოცრად ცვლის თქვენი თვალების გამომეტყველებას. მიუხედავად ამისა, ადამიანი თავს გრძნობს ახალგაზრდად და მას სურვილი აქვს, რომ იყოს ძველებურად მომხიბვლელი. სახისა და კისრის კანის დაჭიმვა გავრცელებული ტერმინოლოგიაა. რითიდექტომია ეს არის პროცედურა, რომელიც ითვალისწინებს ცხვირ-ტუჩის ნაოჭის შემცირებას, ასევე კისრისა და ნიკაპის ნორმალური კონტურების აღდგენას. თანამედროვე პლასტიკური ქირურგია საშუალებას გვაძლევს ზემოთ აღწერილი პრობლემები ერთი ოპერაციის საშუალებით მოვაგვაროთ. ეს მოითხოვს საგულდაგულო და დეტალურ დაგეგმვას, ფილიგრანულ ტექნიკას. შედეგი შთამბეჭდავია, საოპერაციო მაგიდაზე პაციენტი ახალგაზრდავდება 10-15  წლით და ეს სხვაობა ნარჩუნდება სამუდამოდ.

სახის კანის დაჭიმვის ჩვენებები:

ყველაზე ხშირად სახის დაჭიმვა უკეთდებათ ქალებსა და მამაკაცებს 40-45 წლამდე,თუმცა ის შეიძლება იყოს ეფექტური, როგორც  ახალგაზრდა, ასევე უფრო ხანდაზმულ ასაკშიც.ჩვენებას ძირითადად წარმოადგესნ ასაკობრივი ცვლილებების გამო ჩამოყალიბებული ნაოჭები.

ოპერაციის დაგეგმვა:

სახის კანის დაჭიმვა ინდივიდუალური ხასიათის პროცედურაა. ქირურგთან კონსულტაციისას მნიშვნელოვანია განიხილოთ თქვენი მდგომარეობა და ასევე მოისმინოთ მისი აზრი.

ქირურგი აუცილებლად შეაფასებს თქვენს სახეს, კანსა და თავის ქალას ძვლებს. დაინტერესდება თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობით, ღებულობთ თუ არა რაიმე სამკურნალო პრეპარატებს ან ნარკოტიკებს, ხართ თუ არა მწეველი. ამ მონაცემების საფუძველზე ქირურგი მოგცემთ რეკომენდაციებს ოპერაციისთვის მოსამზადებლად. იმ შემთხვევაში თუ თქვენ გაგიჩნდებათ რაიმე შეკითხვა  აუცილებლად განიხილეთ ის.

ოპერაციისთვის მზადება:

თუ თქვენ ხართ მწეველი, ოპერაციამდე 2 კვირის განმავლობაში და ასევე რამოდენიმე ხანი ოპერაციის შემდეგ თავი უნდა შეიკავოთ მოწევისაგან, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დაირღვეს შეხორცების პროცესი. თუ თქვენ ღებულობთ რაიმე წამალს აუცილებლად შეუთანხმდით ქირურგს.

ოპერაციის მსვლელობა:

ოპერაცია გრძელდება რამოდენიმე საათი, იგი ჩვეულებრივ ტარდება ზოგადი გაუტკივარების ქვეშ,თუმცა რიგ შემთხვევებში შესაძლებელია ადგილობრივი გაუტკივარების საძილე საშუალებებთან ერთად გამოყენება.

ოპერაციისას ხდება კანქვეშა კუნთოვან-ფასციალური სისტემისა და კანის დაჭიმვა, ჭარბი კანისა და ცხიმის მოცილება. კისრის კანის მნიშვნელოვანი მოდუნებისას, ასევე ნიკაპქვეშ ღრმა ნაკეცის არსებობისას, ნიკაპის მიდამოში შეიძლება გაკეთდეს დამატებითი განაკვეთი, რომელიც არსებითად ზრდის დაჭიმვის ეფექტურობას.

განაკვეთი იწყება თავის თმიან ნაწილში, გადადის ყურის ნიჟარის უკან და მთავრდება ასევე თავის თმიანი ნაწილის მიდამოში. განაკვეთის ზუსტი განლაგება და ოპერაციის თანმიმდევრობა ყოველი კონკრეტული პაციენტისათვის ინდივიდუალურია.

ოპერაციის შემდეგ, სისხლის დრენირების მიზნით, ყურის ნიჟარის უკან შესაძლოა ჩაიდგას თხელი დრენაჟი, რომელიც ამოღებული იქნება 1-2 დღეში, ამის შემდეგ ჭრილობას ედება მსუბუქი ნახვევი, რომელიც ასევე იხსნება მეორე დღეს.

ოპერაციის შემდგომი პერიოდი

  • ავადმყოფის გაწერა ხორციელდება ოპერაციიდან 2-3 დღეში;
  • ნაკერები იხსნება 10-12 დღეში;
  • რამდენიმე დღე შესაძლოა აღინიშნოს კანის მგრძნობელობის დაქვეითება, სახის შეშუპება და სიფერმკრთალე;
  • სახის ქსოვილების სწრაფი აღდგენის მიზნით (შეშუპების შემცირება, მგრძნობელობის აღდგენა) პირველი 3 დღის განმავლობაში რეკომენდირებულია მასაჟი და ფიზიოთერაპიული პროცედურები;
  • რამოდენიმე დღის განმავლობაში იკრძალება თავის დაბლა დაწევა;
  • საბოლოო შედეგი ვლინდება 1-2 თვეში

შესაძლო გვერდითი მოვლენები

პოსტოპერაციული გართულებები გვხვდება იშვიათად და ისინი საბოლოო შედეგზე არ ახდენენ გავლენას. ყველაზე ხშირი გართულებაა კანქვეშ სისხლის დაგროვება, რომელიც მოკლე დროში ალაგდება. შესაძლოა აღინიშნოს კანის მგრძნობელობის დაქვეითება ლოყის მიდამოში, ყურის ნიჟარასთან, რომელიც დროთა განმავლობაში გაივლის. ქსოვილების შეშუპება და სილურჯე, როგორც წესი გადადის მესამე კვირის ბოლოს. ეს კი საშუალებას გაძლევთ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე დაუბრუნდეთ თქვენს საქმიანობას.