ბლეფაროპლასტიკა (ქუთუთოების პლასტიკა)

2012-04-04

BLEFAR

ზოგადი მონაცემები
ბლეფაროპლასტიკა, ანუ ქუთუთოების პლასტიკა, ქირურგიული პროცედურაა, რომელიც მიმართულია ჭარბი კანისა და ზედა და ქვედა ქუთუთოების თიაქრების მოცილებისაკენ. ბლეფაროპლასტიკა ასევე კეთდება კანის გამოხატული მოდუნებისას. საჭიროების შემთხვევაში ბლეფაროპლასტიკა კომბინირებულია შუბლის კანის დაჭიმვასთან.

ზედა ქუთუთოს მოშვება ხშირად დამოკიდბულია რამოდენიმე ფაქტორთან: ჭარბი კანი, წარბების დაშვება შუბლის კანთან ერთად, ცხიმოვანი ქსოვილის ჭარბი განვითარება.

ბლეფაროპლასტიკის ჩვენებები
როგორც წესი, ბლეფაროპლასტიკა უკეთდებათ უფრო  მეტად ქალებს 35 წლის ასაკში და ზემოთ, თუმცა თქვენი პრობლემების გადაწყვეტა ადრეულ ასაკშიც არის შესაძლებელი. ადამიანებს, რომელთაც აწუხებთ მაღალი არტერიული წნევა, თვალების სიმშრალე, დიაბეტი, აქვთ ფარისებრი ჯირკვლისა და გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები ბლეფაროპლასტიკა რეკომენდირებული არ არის.

ოპერაციის დაგეგმვა
ოპერაციის დაგეგმვისას აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია თქვენს ქირურგთან, რომელსაც უნდა წარუდგინოთ ყველა აუცილებელი ცნობები. სასურველია კონსულტაციის წინ გამოკვლევა ჩაიტაროთ ოფთალმოლოგთან და თუ თქვენ ატარებთ კონტაქტურ ლინზებს ან სათვალეს აუციელბად იქონიოთ თან.
ქირურგმა დეტალურად უნდა აღწეროს პროცედურა, ყველა შესაძლო შედეგები და შეზღუდვები, ასევე თქვენ მასთან ერთად უნდა განიხილოთ ყველა ის საკითხი, რაც თქვენ გაინტერესებთ.

ოპერაციისათვის მზადება
მსგავსი ოპერაცია გულისხმობს საკმაოდ სერიოზულ ჩარევას ორბიტის მიდამოში, ამიტომაც პაციენტი ოპერაციის წინ იტარებს სრულყოფილ გამოკვლევას, ასევე ღებულობს კონსულტაციას ყველა საჭირო სპეციალისტისაგან.

ოპერაციის მსვლელობა
ოპერაცია უმეტეს შემთხვევაში ტარდება ადგილობრივი გაუტკივარების ქვეშ, სურვილისამებრ საძილე საშუალების დამატებით. ჭრილობის ხაზი ზედა ქუთუთოზე ისეა განლაგებული, რომ გახელილ თვალზე პოსტოპერაციული ნაწიბური შეუმჩნეველი რჩება, ქვედა ქუთუთოზე განაკვეთი ტარდება წამწამების ხაზის ქვეშ.

ამ განაკვეთით ხდება ჭარბი ცხიმის, მოდუნებული კანისა და კუნთების ამოჭრა, რის შემდეგადაც განაკვეთი იკერება კოსმეტიკური ნაკერით. თუ თქვენ ქვედა ქუთუთოზე გაქვთ ჭარბი ცხიმი და ამავე დროს კანის ელასტიურობა შენარჩუნებულია, მაშინ შესაძლოა გაკეთდეს ტრანსკონუქტივალური ბლეფაროპლასტიკა, განაკვეთი კეთდება ქვედა ქუთუთოს ლორწოვანი გარსიდან ამ დროს ნაწიბური უხილავია. მსგავსი მეთოდი შესაფერისია იმ ახალგაზრდა პაციენტებისათვის, რომელთაც აქვთ სქელი და ელასტიური კანი.

ოპერაციის შემდგომი პერიოდი
• როგორც წესი, პაციენტი  კლინიკიდან  ეწერება ოპერაციის შემდეგ
• პირველ საათებში რეკომენდირებულია ცივი საფენების დადება შეშუპების შემცირების მიზნით
• ნაკერები იხსნება 5 – 7 დღეში
• ოპერაციის მეორე დღიდან აუცილებელია თვალის სპეციალური ვარჯიშების ჩატარება
• ქსოვილების შეშუპება და სილურჯე უკუვითარდება 2 – 3 კვირის განმავლობაში
• საბოლოო შედეგი ფასდება 1,5 თვეში
• შეხორცება თანმიმდევრული პროცესია და თქვენი ნაწიბური 6 თვის განმავლობაში შეიძლება ვარდისფერი შეფერილობის იყოს, მაგრამ საბოლოოდ ის ხდება უხილავი, უმეტეს შემთხვევაში ოპერაციის ეფექტი მუდმივია