ოტოპლასტიკა (ყურის ნიჟარის პლასტიკა)

2012-04-04

YURII

ზოგადი მონაცემები

ოტოპლასტიკა ანუ ყურის ნიჟარის პლასტიკა ჩვეულებრივ კეთდება გამოწეული ყურების თავთან მისაწევად ხოლო დიდი ნიჟარის არსებობისას კი მის ზომებში დასაპატარავებლად.

ზედმეტად გამოშვერილი და დიდი ზომის ყურის ნიჟარა წარმოადგენს შესამჩნევ კოსმეტიკურ დეფექტს, რომელიც შესაძლოა ბავშვთა ასაკში მუდმივი დაცინვის გამო ფსიქოლოგიური ტრავმის მიზეზი გახდეს.

ოტოპლასტიკის ჩვენებები

ყურების ფორმირება მთავრდება 4 წლის ასაკში, ამიტომაც ოტოპლასტიკა ხშირად უკეთდება 4-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებს. მიუხედავად ამისა მსგავსი ოპერციისას არავითრი ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს და ის შეიძლება გაუკეთდეს უფროსი ასაკის პაციენტებსაც.

ოპერაციისათვის მზადება

უმეტესობა ქირურგებისა მშობლებს ურჩევენ, რომ არ დააძალონ ოპერაციის გაკეთება თავიანთ შვილებს, აუცილებელია, რომ ბავშვმა თვითონ ისურვოს ყურის ფორმის შეცვლა, რადგან ამ შემთხვევაში პროცესი მიმდინარეობს შედარებით იოლად და შესაბამისად ამას მივყავართ კარგ შედეგამდე.

ქირურგი შეაფასებს თქვენი ბავშვის მდგომარეობას (ან თქვენსას, თუ თქვენ გსურთ გაიკეთოთ ოტოპლასტიკა) და აირჩევს საუკეთესო ეფექტურ მეთოდს, ასევე ის მოგცემთ საჭირო რეკომენდაციებს ოპერაციისათვის მოსამზადებლად.

ოპერაციის მსვლელობა

ოტოპლასტიკა ჩვეულებრივ ტარდება ამბულატორიულად და არ მოითხოვს პაციენტის სტაციონარში მოთავსებას. როგორც წესი ზოგადი გაუტკივარება უკეთდება მხოლოდ პატარა ბავშვებს, მოზარდები და უფროსი ასაკის პაციენტები კი ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ თავს. ოპერაციის ხანგრძლივობა 2 – 3 საათია, თუმცა რთულ პროცედურას შეასძლოა მეტი დრო დასჭირედეს.

ოტოპლასტიკის შესრულების მეთოდი დამოკიდებულია იმაზე თუ რა პრობლემაა გადასაჭრელი. უმეტეს შემთხვევში ყურის ნიჟარის უკან კეთდება მცირე განაკვეთი რათა მოხდეს ხრტილების ფორმის შეცვლა. ხრტილების სწორი ფორმა ფიქსირდება სპეციალური შიდა ნაკერებით, ოპერაციის ბოლოს იდება კოსმეტიკური ნაკერი, ამიტომაც გარშემო მყოფთათვის ნაწიბური შეუმჩნეველია და გარკვეული დროის შემდგეგ კი საერთოდ ქრება.

ოპერაციის შემდგომი პერიოდი

ოპერაცია მთავრდება დამცავი ნახვევის დადებით და 2 – 5 საათში პაციენტი დამოუკიდებლად მიდის სახლში.

დამცავი ნახვევი იხსნება ოპერაციის მეორე დღეს, ნაკერები კი ერთ კვირაში ან არ საჭიროებს მოხსნას, გამწოვი ძაფით გაკერვის შემთხვევაში . ოპერაციის შემდეგ რამოდენიმე დღე აღინიშნება ქსოვილების შეშუპება და სილურჯე. ოპერაციიდან 5 დღის შემდეგ პაციენტი უბრუნდება ყოველდღიურ საქმიანობას. 1 თვის განმავლობაში უნდა მოერიდოთ ყურის ნიჟარაზე ზედმეტ ზეწოლას და სასურველია თავის სარტყელის ტარება. ოპერაცია პრაქტიკურლად არ იძლევა გართულებებს და არსებითად აუმჯობესებს გარეგნობას.