მკერდის რეკონსტრუქცია

2012-04-04

ZUZU

 

 

ქალის მკერდის (ძუძუს) რეკონსტრუქცია, რომელიც მოკვეთილ იქნა ავთვისებიანი სიმსივნის, თუ სხვა მიზეზების გამო – ქალის სოციალური და ფიზიკური რეაბილიტაციისთვის მნიშვნელოვანი პროცედურაა დღესდღეობით თანამედროვე სამედიცინო მეთოდები საშუალებას გვაძლევს აღვადგინოთ მკერდი, რომელიც თავისი ფორმით ნაკლებად განსხვავდება ნამდვილისაგან. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ერთმომენტიანი მასტექტომია (ძუძუს მოკვეთა) და მკერდის აღდგენა არც ისეთი მარტივი პროცედურაა და მისი ჩატარება დაუშვებელია ყველა შემთხვევაში.  ასეთი ოპერაციის ჩატარებაზე ქირურგი გადაწყვეტილებას იღებს კლინიკური სურათისა და პაციენტის დამატებითი გამოკვლევის საფუძველზე.

ქალის მკერდის  რეკონსტრუქციის მიზანია მისი ესთეტიკური მხარის აღდგენა.

ამისათვის საჭიროა:

  • სარძევე ჯირკვლის მოცულობის აღდგენა;
  • ესთეტიურად სწორი ფორმის მიღება;
  • კანის საფარის აღდგენა
  • დვრილის და არეოლის კომპლექსის აღდგენა
  • სიმეტრიის აღდგენა
  • ნორმალური კონსისტენციის აღდგენა