მასტოპექსია – მკერდის აწევა

2012-04-04

MASTO

 

მასტოპექსია, ან მკერდის აწევა – ქირურგიული პროცედურაა, რომელიც მიმართულია მკერდის ნორმალური სიმაღლის აღდგენასა და მისი კონტურების, თუ ზომის გაუმჯობესებისკენ. ზოგიერთ შემთხვევაში მასტოპექსია შეიძლება ჩატარდეს საწყისი ფუნქციის შენარჩუნების მიზნით (ძუძუთი კვების შესაძლებლობა). მასტოპექსიის დახმარებით ასევე შესაძლებელია არეოლის ზომის დაპატარავება -  მუქი ზონა დვრილის გარშემო.

 

ასევე შესაძლებელია მასტოპექსიისა და მკერდის იმპლანტირების ერთმომენტიანი წარმოება, იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა მკერდის აწევა და მოცულობის ერთმომენტიანი მატება.

 

სარძევე ჯირკვლის ჩამოწევა გამოწვეულია  წონის ზემოქმედებით, კანის ელასტიურობის დაკარგვით, ასევე ორსულობის პერიოდში მომხდარი ცვლილებებით, ან წონაში მნიშვნელოვნად კლების შედეგად (კანის გაწელვის და დვრილის კომპლექსის დაწევის  შედეგად მოცულობის დაკარგვა).

 

ვისთვის არის რეკომენდირებული მასტოპექსია

 

საუკეთესო შედეგი ძირითადად მიიღწევა პატარა და დასუსტებულ მკერდის მქონე ქალებში. მასტოპექსიის დახმარებით შესაძლებელია ნებისმიერი ზომის მკერდის აწევა, მაგრამ მძიმე წონის მკერდის შემთხვევაში ეფექტი არ იქნება ხანგრძლივი.

 

მასტოპექსია არ არის რეკომენდირებული ქალებისთვის, რომლებიც მომავალში გეგმავენ ორსულობას. ამ შემთხვევაში უმჯობესია ოპერაციის გადადება. მიუხედავად იმისა, რომ მასტოპექსია არანაირ ზეგავლენას არ მოახდენს თქვენს მომავალ ორსულობასა და ძუძუთი კვების შესაძლებლობაზე, ორსულობის პერიოდში თქვენი მკერდი სავარაუდოდ კვლავ დაიწევა და ოპერაციის შედეგიც იკარგება.