აბდომინოპლასტიკა (მუცლის წინა კედლის პლასტიკა)

2012-04-04

ABDO

ზოგადი მონაცემები
აბდომინოპლასტიკა ანუ მუცლის პლასტიკა წარმოადგენს სხეულის კორექციის ერთ-ერთ საშუალებას, რომლის აუცილებლობა უმეტეს შემთხვევებში ვითარდება მშობიარობის შემდეგ, მუცლის კანისა და კუნთების დაჭიმვის გამო, ამასთან ერთად წონის მკვეთრი დაკლებისას ან ჭარბი სიმსუქნისას ყალიბდება დაკიდებული მუცელი.

აბდომინოპლასტიკის ჩვენებები
აბდომინოპლასტიკა უკეთდებათ ადამიანებს, მეტ წილად ქალებს (რომლებიც ვერ აღწევენ სასურველ შედეგს დიეტისა და ფიზიკური ვარჯიშის საშუალებით). აბდომინოპლასტიკა ნაჩვენებია მრავალჯერ ნამშობიარებ ქალებში, რის შედეგადაც ვითარდება მუცლის კუნთებისა და კანის დაჭიმვა, ასევე რეკომენდირებულია კანის ელასტიურიობის დაკარგვისას, რომელიც ვითარდება ასაკთან ერთად.

აბდომინოპლასტიკა უკუნაჩვენებია ქალებისთვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, რადგან ოპერაციის შემდეგ დაჭიმული კუნთები შესაძლოა ორსულობის პერიოდში ხელახლა გაიშალოს, აგრეთვე აბდომინოპლასტიკა არ არის რეკომენდირებული ქალებისთვის, რომლებიც აპირებენ წონაში დაკლებას, რადგან ოპერაციის შედეგად მიღწეული ეფექტი შესაძლოა მნიშვნელოვნად გაუარესდეს.

დაკიდებული მუცელი და მოდუნებული მუცლის კუნთები, რომელიც ვითარდება გახდომის ან გასუქების, ასაკობრივი ცვლილებებისა და ფეხმძიმობის შედეგად, რომელსაც მივყავართ შინაგანი ორგანოების დაწევასთან, სტრიების (კანის ნაწიბუროვანი ჭიმების) განვითარება, ჭიპისა და ჭიპქვეშა მიდამოში, და მუცელზე არაესთეტიკური ნაწიბურების არსებობა სხვადსხვა ქირურგიული ოპერაციების შემდეგ, ყოველი ზემოთ ჩამოთვლილი წარმოადგენს ოპერაციის ჩვენებას.


ოპერაციის თავისებურებანი
• მუცლის წინა კედელზე კეთდება ჰორიზონტალური განაკვეთი
• ჭიპის ქვეშ მდებარე ჭარბი კანი იკვეთება სტრიებთან ერთად
• სხვა ქირურგიული ოპერაციის შედეგად დარჩენილი ნაწიბური შეძლებისდაგვარად შორდება
• ორსულობის შედეგად გათიშული მუცლის წინა კედლის კუნთები იჭიმება მის ნორმალურ მდებარეობამდე
• ოპერაციის ბოლოს იდება კოსმეტიკური ნაკერი, იდება დრენაჟი,  ნახვევი და კომპრესიული ბანდაჟი

ოპერაციის შემდგომი პერიოდი
• პირველი დღე-ღამის განმავლობაში რეკომენდირებულია წოლითი რეჟიმი, ადგომა ნებადართულია ოპერაციის მოერე დღეს
• აუცილებელია ბანდაჟის ტარება 4 – 6 კვირის განმაბვლობაში
• პირველ დღეებში შესაძლოა აღინიშნოს საერთო სისუსტე და ტემპერატურის მატება
• სტაციონარიდან გაწერა ხორციელდება ოპერაციიდან 2-3 დღეში
• თქვენ სამუშაოს დაუბრუნდებით ერთი კვირის შემდეგ
• პირველი 3 – 4 კვირა არ არის რეკომენდირებული მძიმე საგნების აწევა
• ნაკერების მოხსნა არ არის საჭირო

შესაძლო გვერდითი მოვლენები
• ოპერაციის შემდგომი გართულებები დაკავშირებულია ცხიმოვანი ქსოვილის მოცულობაზე, პაციენტის წონაზე, თანმხლები დაავადების არსებობასა და თამბაქოს მოხმარებაზე
• პირველი 2 – 3 კვირა შეილება იგრნოთ საერთო სისუსტე, ქსოვილების შეშუპება, ტკივილი მოძრაობისას, რომელიც თანდათანობით მცირდება და 2 – 3 თვის შემდეგ საერთოდ ქრება
• პირველი  3 თვის განმავლობაში ნაკერების მიდამოში აღინიშნება მგრძნობელობის დაქვეითება, ამ დროს არ შეიძლება ძალიან ცხელი შხაპისა და აბაზანის მიღება, რეკომენდირებულია თავი აარიდოთ მზის პირდაპირ სხივებს.

ბალანსირებული დიეტის დაცვისას აბდომინოპლასტიკის ეფექტი უმეტეს შემთხვევაში დიდი ხნის განმავლობაში ნარჩუნდება. ოპერაციის საბოლოო შედეგი დამოკიდებულია არა მხოლოდ ქირურგის ხელობაზე არამედ პაციენტის ინდივიდუალურ თავისებურებებზე, ასევე იმაზე თუ როგორ ასრულებს ექიმის ყველა დანიშნულებას და რეკომენდაციებს.