ლიპოსაქცია (ჭარბი ცხიმის ამოტუმბვა)

2012-04-04

LIPO

ზოგადი მონაცემები
ლიპოსაქცია ცხიმოვანი გროვების ვაკუუმით მოშორების მეთოდია. ცხიმოვანი ქსოვილი ორგვარია: ფუნქციონალური და სარეზერვო. ფუნქციონალური კანქვეშა  ქსოვილი სხეულის ზედაპირზე თანაბრად ნაწილდება და სწორედ ის საზღვრავს ქალისა და მამაკაცისათვის დამახაისათებელ სხეულის ფორმას. გახდომისას მას აქვს სწრაფად შემცირების უნარი.

სარეზერვო ცხიმოვანი ქსოვილი კი  წარმოადგენს უფრო ღრმად განლაგებულ ცხიმოვან გროვებს, რომლებიც სხეულის განსაზღვრულ მიდამოში არსებითად აუარესებენ სხეულის მოხაზულობას. (კონტურს). მსგავსი გროვები მცირედ რეაგირებენ გახდომაზე, რადგან სწორედ მათგან ხდება ყველაზე ბოლოს ცხიმოვანი ქსოვილის განლევა.

ცხვიმოვანი ქსოვილის განლაგება განისაზღვრება გენეტიკური წინასწარგანწყობითა და სქესით. მისი მოცულობა შეიძლება შეიცვალოს სხეულის წონის შემცირებასთან ერთად, მაგრამ ამავე დროს სხეულის მოხაზულობა რჩება იგივე. ამრიგად დიეტამ და ვარჯიშმა შეიძლება შეცვალოს გროვების სიდიდე მაგრამ არა სხეულის კონტური.  ამგვარად ოპერაციის მიზანია: სხეულის ნაწილებს შორის ნორმალური პროპორციის შექმნა, სხეულის ფორმისა და გარეგნობის გაუმჯობესება.

ლიპოსაქციის ჩვენებები
ლიპოსაქცია შეიძლება ვურჩიოთ ადამიანს რომლის სხეულის ზოგიერთ მიდამოში აღინიშნება ცხიმის ჭარბი დაგროვება, მაგრამ ამასთანავე შენაჩუნებული აქვს სხეულის ნორმალური წონა, ფორმა და კანის ელასტიურობა.

ასაკს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ასაკთან ერთად ქვეითდება კანის ელასტიურობა და შესაბამისად ლიპოსაქციის შედეგები ხანდაზმული ასაკის ადამიანებს არ ექნებათ იგივე რაც ახლაგაზრდა პაციენტებს, ელასტიური კანით.

ლიპოსაქცია არ არის რეკომენდირებული იმ პირთათვის, რომელთაც აქვთ სისხლის მიმოქცევის პრობლემები, დიაბეტი და  ფილტვის სხვადსხვა დაავადებები.


რა შემთხვევაში გვეხმარება ლიპოსაქცია
ლოპოსაქცია გვეხმარება ცხიმოვანი გროვების არსებობისას, რომლებიც არღვევენ სხეულის მოხაზულობას ნორმალურად განვითარებული ცხვიმოვანი ქსოვილისა და კანის კარგი ელასტიურობის ფონზე.

რა შემთხვევაში არ გვეხმარება ლიპოსაქცია
• ზოგადი გაცხიმოვნებისას.
• მოშვებული კანის ჩამოკიდებისას.
• სხეულის პროპორციულობის დარღვევისას, რომელიც არ არის დაკავშირებული ცხვიმოვანი ქსოვილის ცვლილებებთან ( კუნთები, ძვლები, მუცლის ღრუს ორგანოები, ჯირკვკლები).

ლიპოსაქციის 3 მნიშვნელოვანი უპირატესობა
• ოპერაცია იძლევა მყარ შედეგს.
• ოპერაცია არ ტოვებს კანზე ნაწიბურს.
• პოსტოპერაციული გართულებები გვხვდება იშვიათად.

შესაძლო შეზღუდვები
• ცხიმოვანი გროვების მოშორების შემდეგ ვითარდება ჭარბი კანი, კანის ელასტიურობას გააჩნია ინდივიდუალურობა, როგორც წესი მისი ელასტიურობა მცირდება ასაკთან ერთად, კანის გაწელვისას (თუ პიროვნება იყო მსუქანი და გახდა) ასევე მაშინ, როდესაც ხდება ცხიმოვანი ქსოვილის მნიშვნელოვანი მოცილება, კანი შესაძლოა ჩამოეკიდოს, რაც განიხილება როგორც უარყოფითი შედეგი.
• სხეულის მარჯვენა და მარცხენა ნაწილების აბსოლიტური სიმეტრია, როგორც ოპერაციამდე ისე მის შემდეგ არის შეუძლებელი, ხშირად სწორედ ოპერაცია ამცირებს ამ განსხვავებას.
• ლიპოსაქცია არ არის მიმართული სხეულის წონის შემცირებისაკენ, რაც შეიძლება გაკონტროლდეს დიეტითა და ფიზიკური ვარჯიშით.

რა  არის საჭირო წარმატებული ოპერაციის ჩასატარებლად
• პაციენტი უნდა იყოს ჯანმრთელი.
• ოპერაციამდე 10 დღით ადრე არ შეიძლება ასპირინის ან მისი შემცვლელების მიღება.
• თუ ხართ მწეველი მოგიწევთ თავის შეკავება.
• ოპერაციის წინა საღამოს აუცილებელია შხაპის მიღება.

ოპერაციის მსვლელობა
• ოპერაცია კეთდება როგორც ზოგადი, ასევე ადგილობრივი გაუტკივარებით.
• ცხიმის მოცილება ხორციელდება კანზე არსებული 3-5 მმ-იანი ნახვრეტიდან, წვრილი კანულისა და სპეციალური ამომქაჩველის საშულაებით.
• კანი იკერება კოსმეტიკური ნაკერით, ნაწიბური არ რჩება .
• ოპერაციის შემდეგ ხდება სპეციალური კომპრესიული კოლგოტკის ან ბანდაჟის ჩაცმა.

ოპერაციის შემდგომი პერიოდი
• პირველი 4-5 კვირის განმავლობაში შეიძლება აღინიშნოს სხეულის ტემპერატურის მომატება.
• ჰემატომებისა და ჩამოკიდებული კანის პროფილაქტიკის მიზნით პირველი 2-5 კვირა აუცილებელია მუდმივი კომპრესიული ტრიკოტაჟის ტარება.
• დროებით გართულებებს მიეკუთვნება: ოპერირებულ ზონაში ქსოვილების სილურჯე და შეშუპება, ქსოვილების გამკვრივება, მგრძნობელობის დროებითი დაქვეითება და საერთო სისუსტე.

შესაძლო გვერდითი მოვლენები
• მუშაობის ზონაში კანის ზედაპირის უსწორმასწორობა.
• ლიმფის დროებითი დაგროვება.
• ბარძაყის შიგნითა მიდამოს დიდი ფართობის დამუშავებისას შესაძლოა განვითარდეს ქსოვილების შეშუპება ტერფ-წვივის სახსარში, რომელიც რჩება რამოდენიმე კვირა, თუმცაღა სწორად ჩატარებული ლიპოსაქციისას ზემოთ აღწერილი გართულებები გვხვდება იშვიათად.

რამდენი ხანი ნარჩუნდება ოპერაციის ეფექტურობა?

მუდმივი წონის შენარჩუნების შემთხვევაში ლიპოსაქციის ეფექტი უცვლელია. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პაციენმტმა მოიმატა, როგორც სხვა პლასტიკური ოპერაციების დროს, აქაც შედეგი უარესდება, თუმცა ადრე არსებული ცხიმგროვების ადგილას ახალი ცხიმოვანი ქსოვილი ლაგდება შეზღუდვით.