რეკონსტრუქციული ქირურგია

2012-04-04

reko

“კარაპს მედლაინის” კლინიკაში შესაძლებელია ჩატარდეს თანდაყოლილი ან შეძენილი სახისა და სხეულის ნებისმიერი დეფორმაციების   პლასტიკური ოპერაციები.  მათ შორის: სახის ნაპრალის ოპერაცია, მკერდის რეკონსტრუქცია რადიკალური მასტექტომიის შემდეგ, ნაწიბუროვანი დეფორმაციების პლასტიკა, კიდურების დეფორმაციების გასწორება, გენიტალური ანომალიებისა და ტრანსსექსუალიზმის ქირურგიული მკურნალობა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად თქვენ უნდა დაუკავშირდეთ ქირურგს. ჩვენს ფოტო-გალერეაში თქვენ შესაძლებლობა გექნებათ დაათვალიეროთ პაციენტების ფოტოები რეკონსტრუქციულ ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ.

               კლინიკა „კარაპს მედლინის“ პლასტიკურმა ქირურგებმა

                        აფხაზ გოგონას ახალი სიცოცხელე აჩუქეს

…პირველი შემოსვლა ცრემლებთან და შიშთან იყო დაკავშირებული,ძალიან ეშინოდათ. 2006 წელს 13 წლის აფხაზი გოგონა- ქრისტინა და მისი დედა პირველად მოხვდნენ თბილისში.არ იცოდნენ სად მიდიოდნენ, მაგრამ იცოდნენ რისთვის.ქრისტინას ისტორია ძალიან მძიმეა, მცირეწლოვან ასაკში მიღებული დამწვრობის შედეგად მას მთელი სხეული, კისერი და კიდურები ნაწიბურებით დაეფარა.იმდენად დაზიანებული იყო, რომ მას არ შეეძლო მოძრაობა, კვებას ვერ ახერხებდა.ქრისტინა ოჩამჩირელია.სრულიად შემთხვევით 2006 წელს კეთილმოსურნე ადამიანებმა გადაწყვიტეს მისი დახმარება, რათა ქირურგიული მკურნალობის მიზნით ჩამოეყვანათ თბილისში.საერთო ჯამში 6 ოპერაცია, 60 საათამდე ქირურგიული ჩარევა.პირველი ეტაპი იყო ძალიან მძიმე, 22 საათი მიმდინარეობდა ოპერაცია.ქრისტინას დედა, ოჩამჩირელი ქალი სრულიად მარტო განიცდიდა ამ მძიმე წუთებს,თუმცა ის მარტო არ იყო მის გვერდით იდგა ის ხალხი, რომლებიც მათი კლინიკაში მოსვლის პირველივე დღიდან არ ჩამოშორებიათ მას და ბოლომდე ერთად იყოფდნენ სატკივარსაც და სიხარულსაც.

პირველად ქრისტი „უნიცეფის“და „ჰალო_ტრასტის“საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით აღმოჩნდა თბილისში,სწორედ მათი დიდი მონდომება იყო ის, რამაც გახადა შესაძლებელი ქრისტის ჩამოყვანა აფხაზეთიდან, მისი ოპერაციის დაფინანსება და მუდმივი მხარდაჭერა.ქალბატონ ჯოვანა ბარბერისის და ბატონ დავით ჭიჭინაძის დიდი თანადგომით შესაძლებელი გახდა ქრისტინას მკურნალობის დაწყება.კლინიკა „კარაპს მედლინი“გახდა ქრისტის მეორე სახლი.2006 წლიდან დღემდე ქრისტინას კლინიკაში  გატარებული აქვს უამრავი დღე-ღამე,მხოლოდ საოპერაციო მაგიდაზე მოუწია60 საათამდე ყოფნა.პირველ ეტაპზე მას გამოეცვალა  გულმკერდის და კისრის დამწვარი და ნაწიბუროვანი ზედაპირი, ეს იყო სწორედ ის დრო როდესაც წუთიც კი ჩერდება. უმძიმესი ოპერაცია, ქირურგების და მთელი კლინიკის გუნდის შეუპოვარი მუშაობა, ბევრი ნერვიულობა და განცდა. ამ პერიოდში, როგორც იხსენებენ კლინიკის თანამშრომლები, ქრისტინას დედა სრულიად მიენდო იმ ხალხს ვინც მისი ქალიშვილის სიცოცხლე ჩაიბარა, თუმცა რისკი ძალიან დიდი იყო… ოპერაციის პირველმა ეტაპმა ჩაიარა ძიმედ, მაგრამ შედეგი მიღწეულ იქნა. ქრისტინას ახალი გულმკერდი და კისერი პირველი ნაბიჯი იყო მის ახალ ცხოვრებაში. უკვე დაიწყო კვება, აწია თავი, გაშალა ხელები, ეს იყო სასწაული. ამ პერიოდში მუდმივად იყო ზარები აფხაზეთიდან, იქ ქრისტინას დიდი ოჯახი ელოდა. გავიდა 1 თვე, ქრისტინა უკვე ჩვეული ცხოვრების რითმს დაუბრუნდა და მალე ოჩამჩირეს გზას დაადგა. შემდგომი მკურნალობა მას კიდევ წინ ელოდა. 2007 წელს ქრისტის შესახებ ინფორმაცია მოხვდა ფონდ „იავნანას“ და კერძოდ ბატონ პაატა ბურჭულაძის ყურადღების ქვეშ. დიდი მხარდაჭერა ქრისტინას აღმოუჩინა ბატონმა ლევან თოდუამ, რომელიც მოგვიანებით მისი ნათლიაც გახდა და ჯვართან ერთად მას საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი საბუთიც გადასცა. სწორედ ამ დროს თბილისს ესტუმრა მონსერატ კაბალიე, მანაც გამოთქვა სურვილი დახმარებოდა ქრისტის შემდგომი მკურნალობის ჩატარებაში. ბრწყინვალე საღამო ოპერაში და ქრისტინა კვლავ თბილისშია. დაიწყო შემდგომი მზადება, კვლავ ოპერაციები.ოთხი დამოუკიდებელი ოპერაცია. ამ ეტაპზე მას გამოეცვალა ორივე მტევნის და თითების დაზიანებული, ნაწიბუროვანი კანი, მან დამოუკიდებლად ხინკალიც კი მიირთვა. ეს მანამდე შეუძლებელი იყო, ის ხომ ხელს ვერ ამოძრავებდა. სწორედ ამ ეტაპზე შეიქმნა ქრისტინას ახალი ქალური მკერდი, მან პირველად შეიგრძნო თავი სრულფასოვან ქალად.

2 წელი და უამრავი კეთილი საქმე, ეს ის იყო რამაც ქრისტინა ისე დააკავშირა თბილისს, რომ მისი აქ ჩამოსვლა ჩვეული ამბავი გახდა, მას უამრავი მეგობარი და ახლო ადამიანი ელოდება დედაქალაქში. „თუმცა როდესაც ვიხსენებთ  2006 წელს და მაშინდელ მძიმე ემოციებს, კარგად გვესმის თუ რაოდენ დიდიგზაა გასავლელი აფხაზეთამდე…“ ამბობდნენ კლინიკის თანამშრომლები. ეს შემთხვევა ბევრი სხვა ადამიანისთვის იმედის მომცემი გახდა. დღეს საქართველოში არიან ისეთი პაციენტები, რომლებმაც არ იციან როგორ გადაჭრან საკუთარი სხეულის შეძენილი თუ თანდაყოლილი დეფექტის პრობლემა, საზღვარგარეთ ასეთი ტიპის ოპერაციების წარმოება ძალიან ძვირად შეფასებული მომსახურეობაა. კლინიკა „კარაპს მედლაინში“ ვიზიტების პერიოდში ბევრი პაციენტი ვნახეთ სხვადასხვა თანდაყოლილი თუ შეძენილი სახისა და სხეულის დეფექტით, ისინი ელოდნენ თავის რიგს. ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ პლასტიკური ქირურგიის სპეციალობა ასეთი რთული და მრავალფეროვანი იქნებოდა. კლინიკაში ცხვირის ფორმის და სხეულის ესთეტიკური კორექციიდან დაწყებული ურთულესი რეკონსტრუქციული ოპერაციებით დამთავრებული საოცრებები ხდებოდა. ჩვენის მხრივ გვინდა მადლობა გადავუხადოთ ძლიერ სამედიცინო გუნდს, რომელმაც შეძლო და ესოდენ დიდი და მძიმე ოპერაციათა სერია ასეთი წარმატებით ჩაატარა. პლასტიკური ქირურგიის კლინიკა „კარაპს მედლაინის“ ქირურგები მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ალექსანდრე კალანტაროვი და კოტე მათითაშვილი თავისმხრივ კვლავ ემოციებით საუბრობენ იმ პერიოდზე, როდესაც მათ მიერ გადადგმული ნაბიჯი ამდენი დადებითი ემოციითა და ქრისტისათვის ახალი ცხოვრების დაწყებით დაგვირგვინდა.