



პლასტიკური ქირურგია
+995 577 22 99 22
+995 32 251 60 60
2012-04-05
კელოიდური ნაწიბური წარმოადგენს უხეშ, მეტად მტკივნეულ, მკვრივი ხასიათის და მოწითალო შეფერილობის სადა ზედაპირიან წარმონაქმნს, რომელიც ვითარდება კანზე სხვადასხვა სახის კანის ჭრილობის (ოპერაციის შემდგომი, დამწვრობის შემდგომი ან ტრავმული) ან დაზიანების შემდეგ. კელოიდური ნაწიბურის განვითარების წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია. მკურნალობას ახასიათებს სპეციფიურობა და ეტაპურობა. დასაწყისში აუციელბლად გამოიყენება მკურნალობის კონსერვატიული მეთოდები, სხვადასხვა სახის გელები, სილიკონის ფირფიტები და აპლიკაციები დამწოლი ნახვევით, ასევე სპეციალური სტეროიდული პრეპარატები და ინექციები ნაწიბურში და მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდების უშედეგობის შემთხვევაში ჩვენ მივმართავთ ქირურგიულ მკურნალობას.