
პლასტიკური ქირურგიის განყოფილება
ჩვენ გთავაზობთ პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიის ოპერაციების შემდეგ ჩამონათვალს:
- ცხვირის ფორმის კორექცია სრული გაუტკივარებით და წინასწარი ფოტო-კომპიუტერული მოდელირებით
- ცხვირით სუნთქვის აღდგენა ენდოსკოპიური მეთოდით და ფორმის ერთდროული კორექცია
- ცხვირით სუნთქვის აღდგენა (ძგიდის და ნიჟარების პლასტიკა)
- ცხვირის პლასტიკა ა/ანესთეზიის ქვეშ
- დაზიანებული და ნაოპერაციები ცხვირის ფორმის აღდგენა
- სახის კანის და კუნთოვანი სისტემის დაჭიმვა ენდოსკოპიური ტექნიკის გამოყენებით
- სახის ნაოჭების კორექცია („ბოტოქსი” ან „ბიოგელი”)
- შუბლის და წარბების დაჭიმვა
- კისრისა და ღაბაბის პლასტიკა
- ნიკაპის პლასტიკა (გამოწეული ან შეწეული ნიკაპი)
- ქუთუთოების პლასტიკა (მოშვებული კანი და თიაქრები)
- ტუჩების პლასტიკა (დროებითი ან მუდმივი)
- გამოშვერილი ყურების პლასტიკა
- სხეულის ლიპოსაქცია და ლიპოსკულპტურა ულტრაბგერითი და მიკროკანულარული ტექნიკის გამოყენებით (ჭარბი ცხიმის ამოქაჩვა მინიმალური ტრავმატიზმით და სხეულის ფორმების მოდელირება)
- მკერდის გადიდება (სილიკონის პროთეზების გამოყენებით)
- მკერდის აწევა და დაპატარავება, დვრილ-არეოლის პლასტიკა
- დუნდულოების აწევა, ბარძაყების დაჭიმვა
- მხრების პლასტიკა
- მუცლის წინა კედლის პლასტიკა (დაკიდებული და მოშვებული მუცელი და კანი, ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილი, სტრიები)
- წვივების პლასტიკა, ქვედა კიდურის ფორმის მოდელირება